არ მგონია, რომ იუსტიციის მინისტრი ხელს მოაწერს ჩემს ექსტრადირებას თურქეთში – ჩაბუქი

დემირელის სახელობის კოლეჯის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ფიქრობს, რომ იუსტიციის მინისტრი მისი ექსტრადირების საკითხს ხელს არ მოაწერს.

ამის შესახებ ჩაბუქმა “ტვპირველის” თოქშოუში “რეაქცია” განაცხადა.

“მიმაჩნია, რომ საქართველო არის თავისუფალი და დამოუკდებელი ქვეყანა და მგონია, რომ ქვეყანა, რომელიც თავის თავს თავისუფლად თვლის და ღირსების გრძნობა აქვს, არ დაუშვებს იმას, რომ სხვა ქვეყნის ზეწოლას დაექვემდებაროს და თავი დაუხაროს. არ მგონია, რომ ქალბატონი იუსტიციის მინისტრი ხელს მოაწერს ჩემს ექსტრადირებას თურქეთში, რადგან საქართველოს სასამართლოები არიან დამოუკდიებალდ მოქმედნი და სხვა ქვეყნებიც საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივისცემით შეხვდებიან”, – განაცხადა ჩაბუქმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.