„არ მეგონა, რომ კობახიძეს ჰქონდა ისეთი გავლენა „იმედზე“, რომ გადაცემა დაეხურათ“-მესამე სექტორი „ვასმედიის“ გადაცემის შეჩერებას ეხმაურება

არასამთავრობო სექტორი მედია სივრცეში სახელისუფლებო ჩარევის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს. საქმე ეხება ტელეკომპანია “იმედის” იუმორისტული გადაცემა “ვასმედიას,” რომელიც ეთერში არ გავიდა და რასთან დაკავშირებითაც ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები ისმის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაცემა დაიხურა, რისი მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ ხუმრობა გახდა.

მასკომუნიკაციის დოქტორი ნინო დანელია ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მაესტრო 2011-12 წლებში სახელისუფლებო არხი იყო და ამაზე ძალიან სწორეად გაამახვილა „ვასმედიას” წამყვანმა ვასიკო ოდიშვილმა ყურადღება.

„ის ამბობს წარმოუდგენელ ტყუილებს. ის ამბობს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები არ აკრიტიკებდნენ  მმართველობას და იყვნენ სახელისუფლებო პოზიციაზე, რაც ტყუილია და მას შეუძლია ამის გადამოწმება თამარ ჩუგოშვილთან. ასევე ის ტყუის, რაზედაც ვასიკო ოდიშვილმა ძალიან კარგად მიუთითა, რომ მაესტრო 2011 -12 წლებში იყო თურმე სახელისუფლებო არხი, რაც ასევე ტყუილი არის. ორ რამეს ამბობს – ერთი, რომ შენ ხარ უბრალოდ უსინდისო ადამიანი, ან მეორე იმ დროს  უბრალოდ ეს პროცესები არ გაინტერესებდა, არ იყავი ჩართული ამ პროცესებში, საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს  რა ხდებოდა იმ პერიოდში  საქართველოში. ერთადერთი  ამბავი, რამაც გამაკვირვა მე არ მეგონა, რომ კობახიძეს ჰქონდა ისეთი გავლენა იმედზე, რომ მისი დაცინვის და  მისი კრიტიკის გამო, გაებედათ და გადაცემა დაეხურათ,“-განაცხადა ნინო დანელიამ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მისთვის სარწმუნო არ არის მენეჯმენტის განმარტება თითქოს გადაცემა დეკორაციაში ცვლილებების შეტანის გამო შეჩერდა.  ნატა ძველიშვილისთქმით, გადაცემა უნდა გავიდეს ძველი ფორმატით, კრიტიკული განცხადებებით და მხოლოდ მას შემდეგ დარწმუნდება საზოგადოება, რომ ცენზურას ადგილი არ ჰქონია.

„ნაკლებად სარწმუნოა, რომ ახლადგასული გადაცემის შეჩერება შეიძლება დეკორაციის ცვლილების გამო მოხდეს. თანაც მაშინ,  როდესაც ანონსი უკვე მზად იყო და საზოგადოება  ელოდა, რომ გადაცემა გავიდოდა ეთერში. ერთადერთი, რაც საზოგადოებაში მეტნაკლებად გაფანტავს ეჭვებს ცენზურისა იქნება ის, რომ გადაცემის შინაარსი არ შეიცვალოს და ჩვენ  კვლავ ვიხილოთ კრიტიკული გამოსვლები, კრიტიკული მონოლოგები ხელისუფლების სხვადასხვა ახალი წარმომადგენლების მიმართ. საზოგადოებაში გაჩნდა ლეგიტიმური ეჭვი ცენზურის და მენეჯმენტს მოუწევს, რომ დაასაბუთოს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ შინაარსი არ შეიცვლება,“-განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.