ასტრონავტების საქმიანობის მთავარი საშიშროება დასახელდა

კანადელმა და რუსმა მკვლევრებმა შეისწავლეს კოსმოსის ატმოსფეროს ზეგავლენა სისხლის შემადგენლობაში არსებულ ცილებზე. კერძოდ, მათ დაადგინეს, რომ ადამიანის ორგანიზმი უწონობას აღიქვამს დაავადებად და იმუნური სისტემა ააქტიურებს ყველა არსებულ დაცვით მექანიზმს. შესაბამის კვლევას ჟურნალი Scientific Reports-ი აქვეყნებს.

მსგავს დასკვნამდე მეცნიერები 18 რუს კოსმონავტში ცილების კონცეტრაციის ანალიზით მივიდნენ. შესაბამისი მონაცემები მათგან კოსმოსში გაფრენამდე ერთი თვით ადრე მიიღეს. იგივე გაიმეორეს ჩამოფრენის დღესა და ერთკვირიანი რეაბილიტაციის შემდეგაც.

დადასტურდა, რომ იმუნიტეტის რეგულაციისთვის მონაწილე ცილებმა კონცეტრაცია შეიცვალა. ამდენად, ადამიანის სხეული კოსმოსში ფრენას აღიქვამს, როგორც დაავადებას მოლეკულურ დონეზე. ფრენის დროს, ახალი პირობებისადმი ადაპტაციის პროცესს გადის ადამიანის ყველა ტიპის უჯრედი და ქსოვილი.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.