ასტრონომებმა ისტორიაში პირველად გადაიღეს ახალი პლანეტის დაბადება (ფოტო)

ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) თანამშრომლებმა „ძალიან დიდი ტელესკოპის“ (Very Large Telescope – VLT) დახმარებით ახალი პლანეტის ფორმირების პროცესი პირველად გადაიღეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

ციური სხეული დედამიწიდან 370 სინათლის წელიწადით არის დაშორებული და კენტავრის თანავარსკვლავედში ვარსკვლავ PDS 70-თან მდებარეობს.

პლანეტის ატმოსფერული და ფიზიკური მახასიათებლების გარკვევის შემდეგ, სპეციალისტებს საშუალება ეძლევათ, შეამოწმონ პლანეტათა ფორმაციის თეორეტიკული მოდელები.

„ძალიან დიდი ტელესკოპი“ ჩილეში 2635 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის 4 ოპტიკური ტელესკოპისგან შედგება.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.