ატლანტიკის ოკეანეში ტროპიკული შტორმი “ლი” წარმოიქმნა

ატლანტიკის ოკეანეში ტროპიკული შტორმი “ლი” წარმოიქმნა. “დეპრესია ტროპიკულ შტორმამდე გაძლიერდა”, – აცხადებენ აშშ-ის ფედერალურ საგანგებო სამსახურში.

ცენტრის ცნობით, “ლი” რესპუბლიკა კაბო-ვერდეს კუნძულებთან მდებარეობს. ქარის მაქსიმალური სიჩქარე 64 კმ/სთ-ს აღწევს.

ამჟამად ტროპიკული შტორმი დასავლეთისკენ 19 კმ/სთ-ით მიემართება.

მანამდე, გავცელდა ინფორმაცია ტროპიკული შტორმი “ნორმას” შესახებ, რომელიც მექსიკის სანაპიროზე ქარიშხლის კატეგორიამდე გაძლიერდა.

ქარიშხლი “ირმას” გამო, 8 სექტემბერს ფლორიდის შტატიდან 6,5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას კარიბის აუზის კუნძულებზე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდაპირველად, „ირმა“ მეხუთე კატეგორიის საშიშროებამდე გაძლიერდა, რითაც ქარიშხალ „ჰარვიზე” დამანგრეველი აღმოჩნდა, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს და 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რატომ არქმევენ ქარიშხლებს სახელებს და კიდევ რამდენი სახელია 2017 წლის სიაში, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: