აუდიტი: ფეხბურთის განვითარების ფონდში 2016-17 წლებში დადგენილზე ორჯერ მეტი ხელფასები გაიცემოდა

ფეხბურთის განვითარების ფონდში 2016-2017 წლებში თანამშრომლები, კანონით გათვალისწინებულზე, ორჯერ მეტი რაოდენობის ხელფასს იღებდნენ. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია.

დასკვნის თანახმად, ფონდში თანამდებობაზე დასაქმებულ ადამიანებს, ყოველთვიურად, საშუალოდ 3 000 ლარი ერიცხებოდათ ხელფასის სახით.

ფონდის დირექტორის ხელფასი კი ამ პერიოდში 6 250 ლარი იყო, რაც კანონის თანახმად, ასევე დარღვევაა, რადგანაც ფონდის დირექტორი ხელფასი სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასზე მეტი არ უნდა იყოს, რაც 2 950 ლარია.

შესაბამისად, აუდიტის დასკვნაში წერია, რომ 2016-17 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითრების ფონდმა 135 250 ლარი კანონის შესაუბამოდ დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ ფონდის 2018 წლის 16 აპრილის N1604-01 წერილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან ფონდის შრომის ანაზღაურების საკითხი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

ფეხბურთის განვითარების ფონდი ა(ა)იპ-ია, რომელიც მთავრობის განკარგულებით 2015 წლის 30 დეკემბერს დაფუძნდა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.