„აფბა“ თბილისის გენგეგმის ფინანსურ-ეკონომიკურ ნაწილს შეისწავლის

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” (აფბა) დაიწყო კვლევა, რომლის მიზანი ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფინანსურ-ეკონომიკური ნაწილის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews ავრცელებს

“აფბას” გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ დოკუმენტში, რომელიც საბოლოო ვერსიის სახით ჩაბარდება დედაქალაქის მერიას, ნათლად იყოს გათვალისწინებული ის ფინანსურ-ეკონომიკური საკითხები, რაც დაკავშირებულია ერთი მხრივ იმ ფინანსურ ხარჯებთან, რაც ითვალისწინებს გარკვეული ზონების დემონტაჟს, ხოლო მეორე მხრივ მესაკუთრეთა უფლებების დაცვასთან.

აფბა“-ს მიერ პირველადი მოკვლევის საფუძველზე, მერიაში წარდგენილ დოკუმენტში არ არის განხილური ქალაქის ეკონომიკური ცენტრების განვითარების საკითხები, სხვადასხვა ფუნქციის და შინაარსის საწარმოების მოწყობის და ფუნქციონირების პრინციპები. სატრანსპორტო კვანძების განვითარების, რეკრეაციული ცენტრების მოწყობის და სხვა საკითხები განხილურია არაკომპლექსურად. არ არის SWOT ანალიზი. შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციების დიდი ნაწილი იქნება წინააღმდეგობრივი, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს იმას, რომ მათი პრაქტიკაში დამკვიდრება შეუძლებელი გახდება.

„აფბა“ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არასრულია და არ ითვალისწინებს მოსალოდნელ უარყოფით ეფექტებს, რისთვისაც საჭიროა დამატებითი კვლევების განხორციელება, იმისათვის, რომ ნათლად გამოიკვეთოს ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3იანვარს ჩაბარდა. 5 თებერვალს, დოკუმენტზე თბილისის საკრებულოში იმსჯელეს. ის ოპოზიციურმა ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიწონა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.