აფგან მუხთარლი მოულოდნელად ციხეში შეაბრუნეს

აფგან მუხთარლი მოულოდნელად ციხეში შეაბრუნეს – ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა სოციალური ქსელით ავრცელებს. მუსტაფაევა მისი მეუღლის ციხეში შებრუნებას აფგან მუხთარლის მიერ აზერბაიჯანული და ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებს უკავშირებს.

აფგან მუხთარლი ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს, რათა დაღუპული ოჯახის წევრების ორმოცს დასწრებოდა. ლეილა მუსტაფაევა აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე ოჯახთან ერთად ხვალ დილის 08:00 საათამდე უნდა ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.