აღდგება თუ არა „ერგნეთის ბაზრობა“? – „რაღაც არასწორი ქმედებებია, ალბათ რუსეთის მოთხოვნით“

“ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია, “ოკუპაციის შესახებ” კანონში შესწორებების შეტანის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზებთან ვაჭრობის წახალისებასაც გულისხმობს.

ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა და საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტს უახლოეს პერიოდში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატი წარადგენს.

“პირველ რადიოსთან” საუბრისას დავითაია რისკებსა და საფრთხეებზე საუბრობს.

მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებთან ვაჭრობის დაწყება რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს.

დავითაია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონსაც განმარტავს და აცხადებს, რომ კანონის თანახმად რეგიონებში ტვირთების შეტანა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებისა და ნებართვის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

„მე არ ვიცი რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს და რა პაკეტი შეიძლება მომზადდეს ოკუპაციის შესახებ კანონში, რაც ეხება ვაჭრობის თემას, მაგრამ მეორე საკითხია არის ვაჭრობის შესახებ არის საუბარი როდესაც ოკუპაციის შესახებ კანონი პირდაპირ წერს, რომ შეიძლება ყველანაირი ტვირთების შეტანა, ოღონდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. ეს კანონში აღწერილია, ეს ართი, მეორე თემა ცალკე რა სავაჭრო ზონების გახსნას ვაპირებთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რომელიც არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ოფიციალურად ვაჭრობის დაწყებით, ე.წ. ერგნეთის ბაზრობების აღდგენით, ჩვენ ფაქტობრივად ვაღიარებთ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას. ჩვენ თუ მათ გამოვიყვანთ მხარედ, ეს იქნება აღიარების ტოლფასი. ამიტომ ვაჭრობა რაღაც სისტემასთან, რომელსაც არ ცნობს საგადასახადო კოდექსი, სისტემასთან რომელიც არის მიბმული რუსულ საბანკო სისტემაზე, ამასთან ვაჭრობის წარმოება რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს არის მათი აღიარება.

კანონი ოკუპაციის შესახებ პირდაპირ გეუბნებათ, რომ თქვენ თუ გინდათ ტვირთები შეიტანეთ, მაგრამ შეუთანხმეთ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, მაგრამ არა ვივაჭროთ. ხაჯიმბამ გამოსცა ბრძანება და თქვა, ძალიან ბევრი ტვირთი შემოდის საქართველოს ტერიტორიიდან და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა ავკრძალოთ- აფხაზები აკრძალვაზე გადადიან და ამკაცრებენ სიტუაციას და ესენი ვისთან აპირებენ ვაჭრობას. ეს არის კითხვის ნიშანი.

ასეთი არასწორი მიდგომები, შესაძლოა დიდი პრობლემების მიზეზი გახდეს. ფორსმაჟორული სიტუაცია რუსეთს შეუძლია შექმნას ნებისმიერ სიტუაციაში, ააფეთქოს გზა და ამით აამუშაოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გზები, ტვირთები და ესეც აღიარების ტოლფასი იქნება.

ამიტომ ცალსახად ჩანს, რომ რაღაც არასწორი ქმედებებია, ალბათ რუსეთის მოთხოვნით,“-განაცხადა პაატა დავითაიამ.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.