„აღდგომის დღესასწაულზე აფხაზეთში, ქართველთა ოჯახების სახლებზე წმინდანები გამოისახა“ (ფოტოები)

„აღდგომის დღესასწაულზე აფხაზეთში, გალში, სოხუმში, გაგრაში და კიდევ რამდენიმე ადგილას, ქართველთა ოჯახების სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა“, – ამ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე მხატვარი დავით ბაძაღუა ავრცელებს. იგი ამ მოვლენის ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს.


„აფხაზეთში საოცრებები ხდება!
ახლახან დამირეკეს ოკუპირებული ზემო ბარღებიდან – აღდგომის დღესასწაულზე აფხაზეთში, გალში, სოხუმში, გაგრაში და კიდევ რამდენიმე ადგილას, ქართველთა ოჯახების სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა. ხალხი გაოცებულია – ჩადიან სხვადასხვა ქალაქიდან, ჩადიან ავტობუსებით და მითხრეს, დღეს მოსკოვიდან სასულიერო პირები ჩავიდნენო. ახლა ჩემები მანქანით მოძრაობენ ფოტოების გადასაღებად – საღამოს მომაწვდიან. დიდება უფალს.
P.S. ჩემებმა თავიანთი თვალით ნახეს. ამიტომ სინამდვილეა!
აფხაზეთი ტკივილს განიცდის, აფხაზეთი დიდი მხარეა დედამიწისთვის. გვარები ძალიან პატარაა აფხაზეთთან შედარებით. ქართველი და აფხაზი ერთი შტოა, მაგრამ დროებით დააშორეს ერთმანეთს-გაყვეს ერთი ხელის მოსმით, 24-წლიანი ტანჯვა მიუძღვეს ორივენთ! საკუთარი სახლები ესიზმრებათ ხალხთ, ახლა დარჩა მხოლოდ სიმართლესთან თვალის გასწორება და ორივენი ერთმანეთს უნდა ჩაეხუტონ!“- წერს დავით ბაძაღუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.