აღმოაჩინეს წერილი, რომელიც პრინცესა დიანამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა

პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა, მაგრამ ამ დრომდე მკვლევარებმა და თაყვანისმცემლებმა საშინელი ავტოავარიის მიზეზები ვერ ამოხსნეს. აღმოჩნდა, რომ შესაძლოა ტრაგიკულ სიკვდილში მისივე ქმარი მონაწილეობდა.

ცოტა ხნის წინ მედიაში სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. ის 1997 წლის 31 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიის ახალ დეტალებს ხდის ფარდას. მაშინ პრინცესა დიანა საყვარელთან, დოდი ალ-ფაიედთან ერთად ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც წყვილი გარდაიცვალა.
ხალხი ბურუსით მოცულ საქმეში სამეფო ოჯახის შესაძლო მონაწილეობაზე დიდი ხანია საუბრობს, თუმცა ჭორები ჭორებად რჩება, სასამართლომ კი დაადგინა, რომ პრინცესა დიანა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ვითარება რამდენიმე დღის წინ შეიცვალა, როცა დიდ ბრიტანეთში პრინცესას აქამდე უცნობი წერილი გავრცელდა.

პრინცესას წერილითა და მოწმეების ჩვენებებით ირკევა, რომ დიანას გარდაცვალება იყო საგულდაგულოდ დაგეგმილი ოპერაცია, რომელსაც მისი ყოფილი ქმარი ხელმძღვანელობდა.

პრინცესა დიანამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ასეთი რამ დაწერა: “ჩემი ქმარი ჩემთვის უბედური შემთხვევის მოწყობას გეგმავს. გააკეთებს ისე, რომ მუხრუჭები მოიშალოს და მე სერიოზული დაზიანებები მივიღო. მაშინ ის მშვიდად შეძლებს, იქორწინოს ტიგიზე (პრინცი ჰარისა და უილიამის ძიძა). ამისთვის ჩარლზი ყველას გამოგვიყენებს.“

ეს უბედური შემთხვევა იყო თუ დაგეგმილი ოპერაცია, არავინ იცის. როგორ იპოვეს პრინცესა დიანას წერილი, ესეც უცნობია. ამჟამად ექსპერტიზ არკვევს მის ნამდვილობას.

mshoblebi

 მშობლები.ჯი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.