აღმოჩენილია ყველაზე შორი გალაქტიკა, რომლის სინათლეს ჩვენამდე ხილული ფორმით ჯერ არ მოუღწევია – ახალი კვლევა (ვიდეო)

NASA-ს დაფინანსებულმა კვლევამ, რომელზეც ასტრონომების საერთაშორისო გუნდი მუშაობდა, ყველაზე შორი გალაქტიკები აღმოაჩინა. მეცნიერები ახლადაღმოჩენილი გალაქტიკების სამეულს EGS77-ს უწოდებენ. მათი სიცოცხლე სათავეს ჯერ კიდევ მაშინ იღებს, როდესაც სამყაროს ასაკი სულ რაღაც 680 მილიონი წელი იყო. შესაბამისად სისტემემები, რომლებმაც კოსმოსის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს,13.8 მილიარდ წელს ითვლის.

უფრო რომ განვმარტოთ, დაკვირვებები უჩვენებს, რომ ეს გალაქტიკები კოსმოსის გარდაქმნის, ე.წ. ხელახალი იონიზაციის პროცესში მონაწილეობდნენ. ცვლილების ერა დაიწყო გაზაფხულობით, გაყინული ტბების დნობის მსგავსად, როდესაც ვარსკვლავებიდან გამოტყორცნილმა სინათლემ წყალბადი გარდაქმნა. ამ პროცესებმა სიბნელე გაზარდა მატერიად, რომელსაც ჩვენს გარშემო ახლა ვხედავთ.

„ახალგაზრდა სამყაროები სავსე იყო წყალბადის ატომებით, შესაბამისად ულტრაიისფერი სინათლის ხილვადობა დაბრკოლდა და თავდაპირველი გალაქტიკების ხილვის შესაძლებლობას არ გვაძლევდა. EGS77-ი არის გალაქტიკების პირველი ჯგუფი, რომლებიც მეცნიერებმა კოსმოსური ნისლის მიღმა გამოიჭირეს“,- აღნიშნა ჯეიმს როადსმა, NASA-ს მეცნიერმა, რომელმაც „ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების“ 235-ე ყრილობაზე აღმოჩენა წარმოადგინა.

მართალია, შესწავლილია უფრო შორეული ცალკეული გალაქტიკები, თუმცა EGS77-ის სამეული ყველაზე შორეული პირველი გალაქტიკური ჯგუფია, რომელიც რეიონიზაციის შედეგად გათავისუფლებულ შორი და ულტრაიისფერი შუქის ტალღებს გვიჩვენებს. ეს ემისია, რომელსაც „ლიმანის ალფა შუქს“ უწოდებენ, EGS77-ის ყველა წევრში გამორჩეულია.

ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე, სამყარო პლაზმის ცეცხლოვანი ნაწილაკებით, მათ შორის, ელექტრონებით, პროტონებით, ატომური ბითვებითა და სინათლით სავსე იყო. ამ დროს, ატომები ჯერ კიდევ ვერ იარსებებდნენ. ნეონით განათებული ნიშნის ან ფლუორესცენცირებული (ფიზიკური პროცესი, როდესაც ფლუორესცენტული ნივთიერებები შთანთქავენ ულტრაიისფერ გამოსხივებას და ხილულ სინათლეს ასხივებენ) პაკეტის მსგავსად, სამყარო იონიზებურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

380 000 წლის შემდეგ, რაც სამყარო გაფართოვდა და გაგრილდა, ელექტრონებმა და პროტონებმა, წყალბადის პირველი ატომები წარმოქნეს. მათი რაოდენობა მატერიის 90%-მდე აღწევდა. საგულისხმოა, რომ ასეულობით მილიონი წლის შემდეგ, ამ გაზებიდან ჩამოყალიბდა პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები. ხოლო, ადრეულ სამყაროში, ასეთი ტიპის უხვი გაზების არსებობა, გალაქტიკებზე დაკვირვებას ხელს უშლიდა.

წყალბადის ატომი მარტივად შთანთქავს და სწრაფად წარმოქმნის შორ ულტრაიისფერ სინათლეს (ლიმანის ალფას), რომელსაც ტალღების სიგრძე 121,6 ნანომეტრით განისაზღვრება. სინათლე, რომელიც პირველი ვარსკვლავების ჩამოყალიბების პროცესში წარმოიქმნებოდა ემთხვევა „ლიმანის ალფას“ სინათლის ტალღების სიგრძეს (121,6 ნანომეტრი). „ლიმანის ალფა“ რეაქციაში მარტივად შედის წყალბადის ატომთან, თუმცა მას არ შეუძლია შორ მანძილზე მოგზაურობა, ვიდრე გაზი შემთხვევითი მიმართულებით არ გატყორცნის.

„გალაქტიკებიდან გამოტყორცნილ ძლიერ სინათლეს წყალბადის გაზების იონიზაცია შეუძლია. შედეგად, წარმოიქმნება გარსი, რომელიც ვარსკვლავის სინათლეს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას აძლევს. EGS77-მა წარმოქმნა უზარმაზარი გარსი, რომელიც მის შიგნით მყოფ სინათლეს მცირედი ჩაქრობით დედამიწისკენ გამოტყორცნის. მსგავსი გარსები წარმოიქმნება ყველა გალაქტიკის გარშემო და ავსებს გალაქტიკათშორის სივრცეებს, ახდენს სამყაროს რეონიზაციას და გზას უწმენდს სინათლეს კოსმოსში შეფერხებების გარეშე მოგზაურობისთვის“,- განაცხადა ვითჰალ თილვიმ, არიზონას შტატის უნივერსიტეტის მკვლევარმა და პროექტის ავტორმა.

კოსმოსის ღრმა და ვიწრო დიაპაზონის სიხშირეებით (Cosmic DAWN) გალაქტიკების სამეული აღმოაჩინეს. მკვლევართა გუნდმა ცის ჩრდილოეთით, მენახირის თანავარსკვლავედში, სპეციალურად აწყობილი ფილტრით კადრი EGS77-მდე დაიყვანა. რადგან სამყარო ფართოვდება, „ლიმანის ალფა სინათლე“ მკვეთრად გაიწელა. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა გამოსხივება თითქმის ინფრაწითელი ტალღების სიგრძეზე შენიშნეს. ჩვენ ამ გალაქტიკების ხილული სინათლით დანახვა ჯერ არ შეგვიძლია, რადგან სინათლემ მოძრაობა „ლიმანის ალფაზე“ შედარებით მოკლე ტალღებით დაიწყო და მოგვიანებით ახლადწარმოქმნილი წყალბადის ატომების მსხვერპლი გახდა.

შორეული გალაქტიკების გამოსაჭერად, მკვლევარებმა მათი სურათები ამ თანავარსკვლავედის უკვე ცნობილ მონაცემებს შეადარეს. თითქმის ინფრაწითელ ფოტოებში მოინიშნა, პოტენციურად, EGS77-ის მსგავსი ერთეულები, ხოლო ისინი, რომელთა სინათლეც ჩვენამდე პირდაპირ აღწევს, შედარებით ახლო გალაქტიკებად მიიჩნიეს.

მკვლევართა გუნდმა აგრეთვე გამოთვალა EGS77-ის გალაქტიკთა სამეულის საშუალო დისტანცია. თითოეულ გალაქტიკას შორის მანძილი დაახლოებით 2.3 მილიონი სინათლის წელია. შედარებისთვის, “ანდრომედა” და “ირმის ნახტომიც” დაახლოებით ამ მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული

მაშინ, როდესაც აღმოაჩინეს გალაქტიკების ერთობლიობა, რომლებიც მონაწილეობდნენ კოსმოსისს იონიზაციის პროცესში, NASA-ს მომდევნო მისიები უამრავ ინფორმაციას მოგვაწვდის მათ შესახებ. ერთ-ერთი მოდევნო პროექტი „ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია“, რომელიც „ლიმანის ალფა სინათლის“ მიმართ მგრძნობიარეა და გაცილებით უფრო მკრთალ გალაქტიკებშიც კი შეძლებს EGS77-ის მსგავსი ერთეულების აღმოჩენას.

მკვლევართა გუნდმა, რომელთაც პროფესორი ვითჰალ თილვი ხელმძღვანელობდა ნაშრომი The Astrophysical Journal- ში გამოაქვეყნა.

ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.