აშშ არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას – მაიკ პომპეო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მომავალშიც დაეხმარება მას იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგაც არსებობს.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ამის შესახებ მაიკ პომპეომ გიორგი მარგველაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა კი იმ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც განსაკუთრებით იგრძნობა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან.

მათ ნატო-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის კონკრეტულ გზებზეც ისაუბრეს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.