„აშშ და რიგი ევროპული ქვეყნები რუსეთის განვითარებას დაბრკოლებებს უქმნიან“

აშშ და რიგი სხვა ქვეყნები დაბრკოლებებს უქმნიან რუსეთის განვითარებას, თუმცა დანარჩენებს ესმით, რომ სანქციები ყველას ავნებს, – ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსული ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს სურთ რუსეთში ინვესტიციების დაბანდება და თავიანთი ბიზნესის განვითარება.

„არიან მთავრობები, რომლებიც დაბრკოლებებს უქმნიან რუსეთს. დასამალი არაფერია, ეს აშშ-ს ადმინისტრაციაა და რიგი ევროპული ქვეყნები. თუმცა, სხვა ქვეყნებიცაა, რომლებიც გაცილებით ადეკვატურად იქცევიან და აქტიურად ამბობენ, რომ ამ სანქციებმა ისინი დააზარალეს“, – აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი მედვედევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა შეიძლება შიდა ინვესტიციების ხარჯზე განვითარდეს.

bfm.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.