აშშ თურქეთს საგადასახადო რეჟიმს უცვლის

აშშ-ის მიერ თურქეთისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის გაუქმების შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა 63 მილიონი დოლარით იზარალებს წერს გამოცემა hurriyet.com 

ეს შეფასება თურქეთის ფინანსთა მინისტრმა რუხსარ პეკანმა გააკეთა : „თურქეთი იძულებული იქნება დამატებით გადასახადების სახით 63 მილიონი დოლარი გადაიხადოს“.   

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შეცვლის შესახებ 2019 წლის მარტში განაცხადა.  

თურქეთსა და აშშ-ს შორის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი (GSP) 1974 წლიდან მოქმედებდა. ამ 45 წლის განმავლობაში თურქეთში ეკონომიკის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.