აშშ იორდანიას ყოველწლიურად 1.3 მილიარდით დაეხმარება

2018-2022 წლებში აშშ იორდანიას ყოველწლიურად 1.3 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ France 24 წერს

მემორანდუმს ხელი ამანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, თანხა იორდანიის სამეფოს სამხედრო-ეკონომიკური მხარდაჭერისთვის დაიხარჯება, უმეტესი ნაწილი კი, ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება.

იორდანია აშშ-ის რეგიონული მოკავშირეა. 1951 წლიდან დღემდე ოფიციალური ვაშინგტონისგან იორდანიამ 20 მილიარდი დოლარი მიიღო.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.