აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

ფოტო: Twitter/აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა

აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნების Agile spirit 2019 ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

US Army Europe@USArmyEurope

#WeaponsWednesday: Watch as Soldiers with @2dCavalryRegt train on MK19 grenade launchers and AT4 rocket launchers at a range in the Vaziana Training Area outside Tbilisis, Georgia, during exercise #AgileSpirit 19. @ModGovGe #StrongEurope #Allied2Win

Embedded video

834:07 AM – Aug 7, 2019Twitter Ads info and privacy22 people are talking about this

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019  საქართველოში 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ტარდება. 

სწავლება მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს მიზნად. 

წლევანდელი სწავლება სამ ლოკაციაზე-სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.