აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერად Fox News-ის ჟურნალისტს ნიშნავენ

ტელეკომპანია Fox News-ის ჟურნალისტი ჰიზერ ნოიერტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნად ინიშნება. ინფორმაციას Bloomberg-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა ოფიცალურად მისი დანიშვნის შესახებ ჯერ არ თქმულა.

47 წლის ნოიერტს Fox News-ზე დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გადაცემა, დილის შოუ Fox & Friends-ი მიჰყავს.

სააგენტოს ცნობით, ნოიერტი სახელმწიფო დეპარტამენტს ტრადიციულ ბრიფინგებზეც წარმოადგენს. ასეთი ბრიფინგები ტრამპის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე დროებით შეჩერდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრესასთან შეხვედრები 6 მარტიდან განახლდება და ამ ეტაპზე მას პრესმდივნის მოვალეობის შემსრულებელი მარკ ტონერი ჩაატარებს.

ჰიზერ ნოიერტს ტრამპის მიმართ სიმპათია არასდროს დაუმალავს. თავის Twitter-ზე მან მხარი დაუჭირა ტრამპის შვილს ივანკას, როდესაც Nordstrom-მა უარი თქვა მასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე და მისი ბრენდის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვაზე.

ნოიერტი Fox News-ის მეორე თანამშრომელია, რომელიც ბოლო დღეებში სახელმწიფო დეპარტამენტში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით დასაქმდა. ახლახან გაეროში აშშ-ის მისიის წარმომადგენლად ჟურნალისტი ჯონატან ვაჰტელი დაინიშნა.

 

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.