აშშ-მა და ბრიტანეთმა რუსული ევროობლიგაციები გამოისყიდეს

ევროობლიგაციების 70%, რომელიც რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 21 მარტს საფონდო ბირჟაზე განათავსა აშშ-მა და ბრიტანეთმა გამოისყიდეს. დარჩენილი 20% კი აშშ-ის კერძო ინვესტორებმა იყიდეს, წერს რუსული მედია ფიანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვზე დაყრდნობით.

რუსეთმა ობლიგაციები დოლარში და ევროში გამოუშვა. საერთო ჯამში რუსეთმა ევროობლიგაციების ნაწილი 3 მილიარდ დოლარად და 750 მილიონ ევროდ გაყიდა. აქედან 330 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები რუსმა ინვესტორებმა იყიდეს.

დოლარში გამოშვებული ევროობლიგაციების ვალი რუსეთმა 2035 წელს უნდა დაფაროს, ხოლო ევროში გამოშვებული 2025 წელს.

ბოლოს რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ევროობლიგაციები 2018 წლის ნოემბერში გამოუშვა. მაშინ გამოშვების მოცულობამ 1 მილიარდი ევრო შეადგინა. მანამდე ობლიგაციები ევროში 2013 წელს გამოუშვეს.

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.