აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები აამოქმედა. ვაშინგტონმა გადაწყვეტილება ამჯერად, სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის საწვავის მიწოდებისთვის მიიღო. კერძოდ, შეზღუდვები რუსული კომპანია Совфрахта-ს 3 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ამოქმედდა. გარდა ამისა, სანქიცები ხუთ ხომალდს დაუწესდა, რომლებიც რუსეთის დროშის ქვეშ გადაადგილდებიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალ სანქციებს მიუღებელს უწოდებენ და განმარტავენ, რომ ეს ძველი პოლიტიკის გაგრძელებაა.

“ეს ძველი, ამერიკული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ემყარება ცალმხრივ სანქციებს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია”, – განუცხადა რუსულ მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა.

მანამდე კი, სანქციები რუსეთს შტატებმა და კანადამ 2018 წელს, უკრაინის საზღვაო გემებზე თავდასხმის, ასევე ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო დაუწესა. ასევე აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ე.წ. სკრიპალების საქმის გამო დაწესებული შეზღუდვების მეორე პაკეტი აგვისტოდან მოქმედებს.

http://pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.