აშშ-მ ირანის ნაპირებისაკენ გააგზავნა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი სადესანტო ხომალდი

Wasp-ის კლასის უნივერსალურმა სადესანტო ხომალდმა  USS Boxer გეზი აიღო სპარსეთის ყურისაკენ,რათა გააძლიეროს აშშ-ს მე-5-ე ოპერატიული ფლოტი. ხომალდი პატრულირებას გაუწევს ინდოეთის ოკეანეს,არაბეთისა და წითელი ზღვების აკვატორიასამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Military Watch.

ამერიკის ფლოტში ამჟამად ირიცხება Wasp-ის კლასის 7 ერთეული უნივერსალური სადესანტო ხომალდი,აქვე უნდა აღინიშნოს რომ,ახალი სადესანტო ხომალდის USS America -ს შეიარაღებაში მიღებამდე ეს ხომალდები ითვლებოდნენ მსოფლიოში ყველაზე დიდ სადესანტო ხომალდებად. მისი წყალწყვა შეადგენს 40 000 ტონას, USS Boxer -ს შეუძლია გემბანზე ატაროს 20 ერთეული  გამანადგურებელიამჟამად მის ბორტზე ბაზირებს ვერტიკალური აფრენა-დაფრენის შესაძლებლობის მქონე თვითმფრინავები  Harrier II, რომლებსაც 2020 წლისათვის ჩაანაცვლებენ მეხუთე თაობის სტელს-გამანადგურებლები  F-35B).

იმის მიუხედავად რომ, Harrier II-ის ტექნიკურ ტაქტიკური მახასიათებლები არც თუისე შთამბეჭდავად გამოიყურება,არ გამოირჩევა მანევრულობითაც და ასევე გააჩნია დაბალი სიჩქარე და მცირე სასარგებლო დატვირთვა,მათ შეუძლიათ ატარონ საკმაოდ მძლავრი შეიარაღბა,მათ შორის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები  Sea Sparrow და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები AIM-120C.

USS Boxer მეთაურობს აშშ-ს საზღვაო ქვეითების მე-11-ე საექსპედიციო ჯგუფა,რომლის შემადგენობაში ასევე შედის სადესანტო ხომალდები  USS John P. Murtha და USS Harpers Ferry.შესაძლოა ეს ჯგუფი შეუერთდეს საავიამზიდო დამრტყმელ დაჯგუფებას რომელსაც მეთაურობს  «Nimitz»-ის კლასის ავიამზიდი USS Abraham Lincoln, რომელიც სპარსეთის ყურეში მაისის თვეში შევიდა.

http://arma.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.