აშშ-მ რუსეთს სანქციები გაუფართოვა

აშშ-მ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები გააფართოვა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა სამ ფიზიკურ და ცხრა იურიდულ პირს. მათ შორის არიან უკრაინის მოქალაქეები, უშიშროების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნები ალექსანდრ ბასოვი და ანდრეი სუშკო

​ბასოვი ამჟამად ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოადგილეა, სუშკოს კი, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლადაა მოხსენიებული, ბრალად ედება ანექსიის მოწინააღმდეგე ყირიმელი აქტივისტის გატაცება და წამება. სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის სარაკეტო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ვლადიმირ ზარიცკიც.

იურიდიული პირების ჩამონათვალში კი მოხვდა ყირიმის ოთხი სანატორიუმი და სასტუმრო, ოთხი საწარმო და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უშიშროების სამინისტრო. საწარმოთა სიაშია კომპანია „იუჟნი პროექტი,“ რომელსაც სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობართან, ბანკ „როსია“-ს თანამფლობელთანიური კოვალჩუკთან.

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.