აშშ რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, შეერთებული შტატები რუსეთს კვლავ მოუწოდებს გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა  ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა და აღნიშნა, რომ  ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და შეერთებული შტატების პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია.

10 წლის წინ დადებული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს რუსეთს გერმანიაც და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცალმხრივ აღიარებას მიუღებლად მიიჩნევს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ქვეყანა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები დანიის, იაპონიის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო უწყებებმაც გაავრცელეს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.