აშშ-ს მიერ ”სკრიპალის საქმეზე” რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ამოქმედდა

ორშაბათს, 26 აგვისტოს, აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეორე პაკეტი ამოქმედა, რომელიც ინგლისში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლას ეხება. სანქციების შესახებ დოკუმენტი აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა და ის აშშ-ს ფედერალური რეესტრის ვებ-გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციას გამოცემა Deutsche welle ავრცელებს.

როგორც შემაკავებელი ზომების ნაწილი, ვაშინგტონმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს მოუწოდა, რუსეთს სესხები არ მიაწოდონ ან ვადა გაახანგრძლივონ.

სანქციები აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის მიერ კონტროლირებადი საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის ლიცენზირებაზე ვრცელდება, როგორც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი.

შეერთებულმა შტატებმა ანტი-რუსული სანქციების პირველი პაკეტი 2018 წლის აგვისტოში, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლის შესახებ 1991 წლის კანონის შესაბამისად აამოქმედა. ამ ღონისძიებების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სექტორისთვის საქონლისა და მომსახურების მიწოდება, საქონლის ექსპორტი იკრძალება, აგრეთვე სანქციებით რუსეთის ფედერაციისთვის სესხების და სხვა ფინანსური დახმარების გაცემა იზღუდება.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.