აშშ-ს ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან ნახევარი მილიონი ბარელი ნავთობი გამოაქვს

აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ სტრატეგიული რეზერვებიდან 500 ათასი ბარელი ნავთობის გამოყენების შესახებ განცხადება გააკეთა. ასეთი რამ აშშ-ში 2012 წლის შემდეგ არ მომხდარა. ეს გადაწყვეტილება ქარიშხალი “ჰარვის“ გამო მიიღეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რეზერვებიდან გამოტანილ ნავთობს ლუიზიანას შტატში,  Phillips 66-ის გადამამუშავებელ ქარხანაში გადაზიდავენ.

“ჰარვიმ“ ზიანი მიაყენა მექსიკის ყურეში ჰიდროკარბონის მოპოვებას. აშშ-ს უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის კონტროლის ბიუროს ცნობით, ნავთობის წარმოება 25 პროცენტით შემცირდა.

ნავთობის სტრატეგიული რეზერვი აშშ-ში გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნეს, რათა მისი გამოყენება საწვავის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში გამხდარიყო შესაძლებელი. ამ დროისთვის იქ 679 მილიონი ბარელი ნავთობი ინახება.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: