აშშ-ს ოთხმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას საქართველოში არსებული ვითარების გამო მორიგი მწვავე წერილი გამოუგზავნა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარის, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას კინზინგერი საკუთარ ტვიტერზე ავრცელებს. 

“დღეს ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, რაც საქართველო დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლას პრობლემას უქმნის”, – წერს კინზინგერი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.