აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გეგმაზე მუშაობს

პენტაგონი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გეგმაზე მუშაობენ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი აშშ-ის თავდაცვის უწყებაში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ უკრაინისთვის რაკეტსაწინააღმდეგო და სხვა ტიპის შეიარაღების მიწოდებას აპირებს. რაც შეეხება თავად გეგმას, ის თეთრი სახლისგან თანხმობას ელოდება.

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიშელ ბალტანსმა განაცხადა, რომ აშშ “უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების ვარიანტს არ გამორიცხავს”. გამოცემა წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ამ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

2016 წლის სექტემბერში აშშ-ის კონგრესმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა კანონი ჯერ არ ამოქმედებულა, ვინაიდან ის ქვეყნის სენატს და პრეზიდენტ ტრამპს ჯერ არ დაუმტკიცებია.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.