აშშ ფოთის ტერმინალის მშენებლობას $50 მილიონით დააფინანსებს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ფოთის ტერმინალის მშენებლობას დააფინანსებს. კერძო საინვესტიციო კორპორაცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, ღრმაწყლოვანი პორტის – „პეის ტერმინალის“ მშენებლობაზე 50 მილიონ დოლარს გამოყოფს.

სესხის ხელშეკრულება ოფიციალურად ვაშინგტონში, ოპიკის (OPIC) სათავო ოფისში გაფორმდა. მას ხელი მოაწერეს „პეის ჯორჯიასა“ და ოპიკის ხელმძღვანელებმა. ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძე.

ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის ნავმისადგომების სიგრძე 650 მეტრი იქნება, ხოლო საერთო ტვირთგამტარიანობა 100 ათას კონტეინერს მიაღწევს. ოპიკში აცხადებენ, რომ ფოთის ტერმინალის შესაძლებლობები საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ოპიკს საქართველოში 600 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების 60-მდე პროექტი აქვს დაფინანსებული, თუმცა ფოთის ტერმინალის დაფინანსების მოცულობა უპრეცედენტოა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.