აშშ-ში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე ალაპარაკდნენ

„საქართველო იმსახურებს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას“, – ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია გავლენიან ამერიკულ გამოცემა National Interest-ში. სტატიაში აღშინულია ბოლო წლებში საქართველოს მიღწევები ეკონომიკის სფეროში და გაწეული სამუშაობები ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით.

„საქართველომ გასწია მნიშვნელოვანი სამუშაოები ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით და დაამტკიცა, რომ იმსახურებს აშშ-ის ნდობას და მჭიდრო ალიანსს. წლების მანძილზე აშშ იხილავად საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხს. ეკონომიკური რეფორმების წყალობით და საერთაშორისო არენაზე დასავლეთის მხარდაჭერით საქართველომ დაამტკიცა, რომ იმასხურებს პარტნიორობას თავისუფალ ეკონომიკურ ვაჭრობაში. 

ახლა მოვიდა აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის დემონსტრირების დრო. ეს განსაკუთრებით სასურველი იქნება საპარლამენტო არჩევნების წინ“, – წერს გამოცემა.

ცნობისთვის, 2007 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდა ჩარჩო შეთანხმება ვაჭრობისა და ინვესტიციის შესახებ, რომლის მიზანია ორ სახელმწიფოს შორის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა და ვაჭრობის გაფაროთება. აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საუბარი გაგრძელდა 2012 წელს და 2018-2020 წლის სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელვანი საკითხი სწორედ აშშ-სთან ორმხრივი სავაჭრო და საინევესტიციო ურთიერთობის კუთხით მუშაობის გაგრძელებაა.

ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ამ შეთანხმებას მნიშვნელოვანს უწოდებს, რადგან საქართველოს ეძლევა საშცალება შევიდეს ამერიკულ ბაზარზე, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.

„ეს არის სერიოზულ გამოცემა, ძალიან სერიოზული ფუნქციით. თავისთავად ასეთი სერიოზული გამოცემა შემთხვევით არაფერს იტყვის. 

„რა თქმა უნდა, ამ განცხადებას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს და როგორც ჩანს, მზადდება ნიადაგი, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ეს ქვეყნისთვის, ბიზნესისთვის ძალიან კარგია და ამან სტიმული უნდა მისცეს საქართველოს მთავრობას, უფრო რაციონალური პოლიტიკა გაატაროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა „მთელ კვირასთან“ დემურ გიორხელიძემ.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.