აშშ ცივი ომის დროინდელ „ჯარების მოულოდნელი გადასროლის“ სტრატეგიაზე გადავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით განახლდება ჯარების მოულოდნელი გადასროლის სტრატეგია, რომელიც გამოიყენებოდა ცივი ომის პერიოდში. მთავარი მიზანი აღნიშნული მანევრისა, გენერალ-მაიორი ჯონ გრონსკის განმარტებით, გახლავთ მტრის შესაჩერებლად ჯარის მოულოდნელი გამოჩენა ამა თუ იმ ტერიტორიაზე.

პენტაგონი აღნიშნავს, რომ სტრატეგია სახელწოდებით „ძალების დინამიური გამოყენება” ჯარის მოულოდნელი გადაადგილების მეშვეობით აბალანსებს ძალებს მოწინააღმდეგესთან. აღნიშნული სტრატეგია პრაქტიკაში განახორციელეს მარტის დასაწყსში, როდესაც საარტილერიო სწავლებაზე მყოფი 1,5 ათასი ქვეითი ტეხასის შტატიდან ოპერატიულად გადაიყვანეს პოლონეთში.

ეს ტაქტიკა გვახსენებს ცივი ომის პერიოდს, რომლის დროსაც მეომრების მობილიზაცია ხდებოდა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სწორედ ეს გახლდათ მისი მთავარი მახასიათებელი.

„ამას ყურადღება რეგულარულად მიექცევა. ნებისმიერი ჩვენი მოწინააღმდეგისთვის ეს იქნება არაპროგნოზირებადი. რაც კარგია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მთავარია ჯარის მზადყოფნა და მოწინააღმდეგის შეკავება”, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილემ ევროპაში, გენერალ-მაიორმა ჯონ გრონსკიმ.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა დევიდ გოლდფეინმა თებერვლის ბოლოს განაცხადა, რომ პენტაგონი მუშაობს ახალ საომარ სტრატეგიაზე მოწინააღმდეგეების – რუსეთის, ჩინეთის და სხვათა მუქარის საპასუხოდ. მთავარი იდეა მოცემული სტრატეგიისა გულისხმობს მოწინააღმდეგის რთულ სიტუაციაში ჩაყენებას მის ტერიტორიაზე შეუმჩნეველად შეღწევით, იქნება ეს ზღვა, ჰაერი თუ ხმელეთი. ძირითად როლს ამ სტრატეგიაში შეასრულებენ ამერიკული ბომდამშენები F-35, ხოლო მისი რეალიზებისთვის დაახლოებით საჭიროა 135 მილიარდი დოლარი.

ნინი იკაევა

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.