“აჭრიან მთლიანად ტერიტორიას სოფელს,” – სოფელ ატოცთან ოკუპანტები, ერთი კილომეტრის მონაკვეთზე მავთულხლართებს აბავენ

მცოცავი ოკუპაცია გრძელდება – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრება მიმდინარეობს. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი დამატებით 30 ჰექტარ მიწას დაკარგავენ.

“ის ტერიტორია, რასაც მისდევდნენ და ე.წ. საზღვარს აბავდნენ, იქ იყო დარჩენილი ტერიტორია, სადაც მონახაზი ჰქონდათ გაკეთებული, მაგრამ არ ჰქონდათ მავთულხლართი გაკეთებული, განუახლებიათ და სვავენ ბოძებს, შემდეგ მავთულხლართებს აბავენ. ფაქტიურად აჭრიან მთლიანად ტერიტორიას სოფელს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს სოფელს, იმიტომ რომ ყველაზე კარგი მიწები, რაც სოფელს გააჩნია, სწორედ სამაჩაბლოს ესაზღვრება და ის ტერიტორია წაიღეს მაგათ,”-ადგილობრივი მცხოვრები, კარლო გოგიჩაშვილი.

უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს სუს-ი. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

“რუსთავი2”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.