ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

სლოვენიის ქალაქ მარიბორში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის ბოლო დღეს გუნდური შეჯიბრი გაიმართა, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალში ქართველი ფალავნები აზერბაიჯანის ნაკრებთან ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ. ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიისა და მონტენეგროს ნაკრებებს სძლია, ნახევარფინალში კი რუსეთი 3:2 დაამარცხა.

ინიდვიდუალურ შეჯიბრში ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი: ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვეს. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლი ლუკა მაისურაძეს ანგარიშზეა , ხოლო ბრინჯაოს ტატო გრიგალაშვილი , ამირან წიქორიძე და გელა ზაალიშვილი დაეუფლნენ.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: