ახალი აღმოჩენების თანახმად სამყარო არ უნდა არსებობდეს

მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები გაოგნებულები არიან – ყველა გათვლებით სამყარო არ უნდა არსებობდეს.

დიდი ხნის მანძილზე მეცნიერები ეძებდნენ განსხვავებას ნაწილაკსა და ანტინაწილაკს შორის, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა აგვეხსნა თუ რატომ არსებობს სამყარო. შემოწმდა განსხვავდებოდნენ თუ არა ერთმანეთისგან მატერია და ანტიმატერია მასით, ელექტრული მუხტით ანდა რაიმე სხვა მახასიათებლით, მაგრამ ვერავითარი განსხვავება ვერ აღმოაჩინეს.

„ყველა ჩვენი დაკვირვება ნივთიერებასა და ანტინივთიერებას შორის სრულ სიმეტრიას აჩვენებს, ეს კი ნიშნავს, რომ სამყარო ფაქტიურად არ უნდა არსებობდეს“, – ამბობს ქრისტიან სმორა, ახალი კვლევის ავტორი, რომელიც ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციის მიერ იყო ჩატარებული.

ასიმეტრიის აღმოჩენის ბოლო მცდელობა იყო პროტონებსა და ანტიპროტონებს შორის განსხვავების გაგება. ანტინივთირების მაგნეტიზმი უფრო დაწვრილებით გაზომეს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. მეცნიერები მატერიისა და ანტიმეტერიის სიმეტრიულობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ.

მეცნიერებმა ანტიპროტონები სპეციალური „პენინგის მახეებით“ დაიჭირეს, ვინაიდან ფიზიკურ კონტეინერში ანტიმატერიის მოთავსება შეუძლებელია. „ეს დიდი პროგრესი დროის ესოდენ მოკლე პერიოდში მხოლოდ ახალი მეთოდების გამოყენებით გახდა შესაძლებელი“, – ამბობს სტეფან ულმერი, ამ ნაშრომის შემოქმედი სპეციალისტების წარმომადგენელი.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ანტიპროტონების უფრო დაწვრილებითი გაანალიზება გვაჩვენებს არის თუ არა განსხვავ ება მათ შორის და ამით საიდუმლოს ამოხსნას კიდევ უფრო მიაუახლოვდებიან.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.