ახალი ბრიტანეთის ნაპირებთან 103 წლის წინ ჩაძირული წყალქვეშა ნავი იპოვეს. თემა

1914 წლის 14 სექტემბერს, ბისმარკის არქიპელაგის წყლებში, პაპუა-ახალ გვინეასთან ახლოს, პირველი ავსტრალიური წყალქვეშა ნავი AE1 ჩაიძირა. ის პირველი ასეთი ხომალდიიყო, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს კატასტროფა განიცადა. ტრაგედიის მიზეზი დღემდე უცნობია. წყალქვეშა ნავს და ეკიპაჟის 35 წევრს ბოლო 50 წლის განმავლობაში ეძებდნენ, მოეწყო 13 ექსპედიცია და მხოლოდ უკანასკნელი აღმოჩნდა წარმატებული.

ნავი 1914 წლის 14 სექტემბერს გაქრა

ბისმარკის არქიპელაგი წყნარ ოკეანეში პაპუა-ახალ გვინეასთან ახლოს მდებარეობს. 1914 წელს, არქიპელაგზე და მის ყველაზე დიდ კუნძულ ახალ ბრიტანეთზე პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი პირველი ბრძოლები გაიმართა. მაშინ ახალი ბრიტანეთის ტერიტორიას გერმანელები აკონტროლებდნენ, კუნძული გერმანული ახალი გვინეის შემადგენლობაში შეიდოდა. 1914 წლის სექტემბრის დასაწყისში, ავსტრალიელმა სამხედროებმა კუნძული რამდენიმე დღეში დაიპყრეს და ქალაქ რაბაულში შევიდნენ, რომელსაც ომის დასრულებამდე აკონტროლებდნენ. ეს ქალაქი 1994 წელს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა.

რაბაულისთვის ბრძოლაში, ავსტრალიის ისტორიაში პირველი წყალქვეშა ნავი AE1 მონაწილეობდა. ის 1911 წელს ააგეს, 1913 წელს კი ავსტრალიის სამეფო ფლოტმა მისი გამოყენება დაიწყო. დიზელის წყალქვეშა ხომალდს წყლიდან ამოუსვლელად 60 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა და 120 კილომეტრის გაცურვა შეეძლო. ნავს ტორპედოს ოთხი დანადგარი ჰქონდა. ეკიპაჟი 35 ადამიანისგან შედგებოდა.

1914 წლის 14 სექტემბერს, რაბაულის დაპყრობის მეორე დღეს AE1-თან კავშირი შეწყდა. ნავი პატრულირებაზე ხომალდ “პარამატასთან” ერთად გავიდა; გემი დავალებიდან დაბრუნდა, AE1 კი – არა. ეკიპაჟის მხრიდან განგაშის არანაირი სიგნალი არ მიუღიათ.

მას 1970-იანი წლებიდან ეძებდნენ

წყალქვეშა ნავის, როგორც სამხედრო ტექნიკის გამოყენება აქტიურად პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო. შესაბამისად, AE1 პირველი ნავი იყო, რომელიც ამ ომის დროს განადგურდა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ ნავის ეკიპაჟის წევრები არიან პირველი მსოფლიო ომის პირველი მსხვერპლნი.

სავარაუდოდ, ნავს თავს არავინ დასხმია. კუნძულის ამ ადგილზე არ იყვნენ გერმანული გემები, რომლებსაც მისი ჩაძირვა შეეძლოთ. უფრო რეალური ვერსიაა, რომ სამხედრო ნავი წყალქვეშა რიფს ან ზღვაში რაიმე სხვა დაბრკოლებას შეეჯახა. შეიძლება ის გერმანულ წყალქვეშა ნავსაც დაჯახებოდა, თანაც შეუიარაღებელს: AE1-ს ჩაძირვისთვის ტარანი საკმარისი იყო.

არსებობდა ვარაუდი, რომ AE1 შესაძლო დაჯახებისას სერიოზულად არ დაზიანებულა და ოკეანის ფსკერზეა. მიუხედავად ამისა, მისი პოვნა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. პირველი სამძებრო ექსპედიცია 1970-იან წლებში მოწყო. მას ჟაკ-ივ კუსტო და მისი კვლევითი გემი “კალიპსოც” ეძებდა. 1976 წელს ცნობილი მკვლევარი ზღვის ფსკერზე სპეციალური ბატისკაფით დაშვებას და AE1-ს მოძებნას გეგმავდა, მაგრამ აპარატი გაუმართავი აღმოჩნდა და კუსტო ზედაპირიდან დაკვირვებით შემოიფარგლა, რასაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

ავსტრალიის ხელისუფლება მისი პოვნის ადგილს მალავს

ადგილი, სადაც AE1 დაიკარგა, დიდი ხანია ცნობილია – ეს არის სრუტე ახალ ბრიტანეთს და იორკის ჰერცოგის კუნძულს შორის. ვულკანური აქტივობის და ზღვის ფსკერის არაპროგნოზირებადობის გამო ეს მეზღვაურებისთვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მონაკვეთია. ძებნა 1994 წელს ვულკანის ამოფრქვევის შედეგებმაც გაართულა: არსებობდა ვარაუდი, რომ წყალქვეშა ნავი შეიძლება ქვების ქვეშ მოექცა. მეორე მსოფლიო ომისდროინდელი აქტიური ბრძოლების წყალობით ფსკერის ამ ადგილზე ხომალდების ფრაგმენტებია მიმოფანტული.

მკვლევრებს არაერთხელ უპოვიათ საგნები, რომლებიც წყალქვეშა ნავს ჰგავდა და ყველა ჯერზე აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ეს ან წყალქვეშა კლდე ან სხვა ჩაძირული გემი იყო. 2017 წლის დეკემბერში AE1 ბოლოს და ბოლოს იპოვეს. ის 300 მეტრის სიღრმეზე იყო და შედარებით შენახულიც. ავსტრალიის ხელისუფლება ნავის პოვნის ადგილს არ ასახელებს, რადგან მოროდიორებს ერიდება. უცნობია, ასევე ამოიყვანენ თუ არა მას წყლის ზედაპირზე.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.