ახალი მავრთულხლართები ატოცში – მმართველი გუნდი რუსულ პროვოკაციაზე, ოპოზიცია კი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია და უკანონო ქმედება – ასე აფასებენ შიდა ქართლში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას პროცესს კანონმდებლები.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საერთშორისო საზოგადოებამ მომხდარს შესაბამისი შეფასება მისცეს.

„არის ცალსახად პროვოკაციული ქმედება რომლის მომსწრენიც პერიოდულად ვხდებით, ეს არის ხალხის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მიმართული ქმედება და არის დაუშვებელი. ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ჩართულობა გვქონდეს მეტი შესაძლებლობები გავხადოთ ხელმისაწვდომები ჩვენი საზოგადოებისთვის მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა,“-ამბობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ უკანონო ბორდერიზაციის განახლების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან  არათანამიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რასაც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაც ხელს უწყობს.

„მავრთულხლართების გაბმა ეს არის პირდაპირი მუქარა საქართველოს მისამართით და გაფრთხილება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, რომ თუკი არჩეული იქნება ისეთი კანდიდატი, რომელიც არ არის პრორუსულად განწყობილი საქართველოს შეექმნება პრობლემები“-ამბობს რომან გოცირიძე.

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ რომ არცერთ ეტაპზე,  საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს არ იყენებს.

„სამწუხაროა, რომ არცერთ ეტაპზე მათ შორის იმ დროს როცა საქართველოს ხელისუფლებას ხელში ეჭირა მტკიცებულებები, როგორ არღვევენ შეთანხმებას ადამიანის უფლებებს რუსეთის საოკუპაციო ძალები ეს მტკიცებულებები არ გამოიყენეს საკმარისად საერთაშორისო ასპარეზზე. ამ ყველაფრის გაგრძელებაა, რასაც საოკუპაციო ზოლზე ბედავენ რუსი ოკუპანტები,“-ამბობს ირაკლი კიკნაველიძე.

“რუსთავი2”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.