ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიებს შეისწავლიან

2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლების ნაწილში,მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიებსისწავლიან. აღნიშნული ისტორიები ახალი საგნის„თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოში შედის, –ამის შესახებ პირველ არხს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისსამმართველოს სამოქალაქო განათლების ექსპერტმა, შალვა მეკრავიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე იქნება, მომდევნო სასწავლო წლიდან კი,როდესაც მე-7-მე-12 კლასებისთვის ახალი სტანდარტი უნდა ამოქმედდეს, შესაძლოა,აღნიშნული საგანი სავალდებულო გახდეს.

მისი თქმით, ამავე სახელწოდების სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“განათლების და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, სახელმძღვანელოზემუშაობა უკვე დასრულებულია და დასაბეჭდად მზადდება.

შალვა მეკრავიშვილის განცხადებით, წიგნში 2008 წლის აგვისტოს ომი ცალკე თემადააშეტანილი. ამასთან, დეტალურადაა მოთხრობილი საქართველოს თანამედროვე ეროვნულიგმირების, მათ შორის აგვისტოს ომის გმირების შესახებ.

საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მეათე კლასელებისთვის იქნება განკუთვნილი.

ამ ეტაპზე, სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომი მე-9 კლასში, საქართველოს ისტორიის საგნისფარგლებში ისწავლება. ომის გმირების შესახებ კი, მასში საუბარი არ არის, თუმცა, როგორცშალვა მეკრავიშვილი განმარტავს, რომ მასწავლებელს თავად შეუძლია დაავალოსმოსწავლეებს ომის გმირების შესახებ ცნობების მოძიება.

2019-2020 სასწავლო წელს სკოლებში მე-7-დან მე-12 კლასების ჩათვლით შინაარსობრივადგანახლებული წიგნები უნდა შევიდეს, რომლებიც განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმისმიხედვით იქნება შედგენილი.

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.