ახალი საფრთხე საქართველოში – ღორის გრიპი H3N2 და B ტიპის ვირუსებმა ჩაანაცვლა

გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით ორნახევარჯერ იკლო და 100 000 მოსახლეზე 100-130 ფარგლებშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ღორის გრიპი (H1N1), რომელიც მთელი ზამთარი ცირკულირებდა, ახლა H3N2 და B ტიპის ვირუსია გავრცელებული.

როგორც იმნაძე აცხადებს, გრიპის სეზონი აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ზაფხულის მოახლოებამდე ტკიპების სეზონი დაიწყება.

“პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.