ახალი სახელისუფლებო ცოცხია საჭირო – პოლიტოლოგი

“შემძრა ამბავმა, როდესაც გავიგე, რომ ცნობილი პიროვნება დავით სოკოლოვი არის უმძიმეს მდგომარეობაში, იმყოფება თავშესაფარში და ამ დროს ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენელი იღებს პრემია-დანამატებს” – აცხადებს პოლიტოლოგი,  იგორ კვესელავა “რეზონანსთან” საუბრისას.

“მე შემძრა ამბავმა, როდესაც გავიგე, რომ ცნობილი პიროვნება დავით სოკოლოვი არის უმძიმეს მდგომარეობაში, იმყოფება თავშესაფარში და ამ დროს ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენელი იღებს პრემია-დანამატებს. საზოგადოებამ აუცილებლად უნდა თქვას თავისი სიტყვა. სწორედ ასე მომწიფდება 2020 წლისთვის ახალი ხელისუფლების აუცილებლობა. ახალი სახელისუფლებო ცოცხია საჭირო, რომელიც იქნება მკაცრი, მაგრამ ობიექტური.

საქართველოში უნდა დამთავრდეს გარდამავალი პერიოდი. 25 წელი გავიდა უკვე და სანამდე უნდა ვიყოთ ამ გარდამავლობის რეჟიმში? როდემდე უნდა ატყუონ ხელისუფლებებმა საზოგადოება? ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ დაპირებების ამარა, ახლა საჭიროა ის, ვინც იმოქმედებს და ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით არ შემოიფარგლება. განათლების სისტემა არ არსებობს, ეროვნული გამოცდების რეფორმამ კრახი განიცადა, საგარეო კუთხით ვდგავართ ერთ ადგილზე და წინ ვერ მივიწევთ… საბოლოო ჯამში კი, მკვეთრად უარყოფით შედეგს ვიღებთ. ამიტომ საჭიროა ქმედითი ნაბიჯები და ისეთი ძალა, რომელიც საკუთარ ხელს დაატყობს ყველა ინსტიტუტს”.

წყარო: guriismoambe.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.