ახალი სკანდალი – განათლების სამინისტრო ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს – ამის დამადასტურებელი მტკიცებულება „კურიერმა“ მოიპოვა.

სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში აღმოჩნდა კონკრეტული დარღვევები და რომ ეს შენიშვნები სამეურვეო საბჭომაც გაიზიარა.

თუმცა, „კურიერმა“ მოიპოვა სამეურვეო საბჭოს საბოლოო დასკვნა და აღმოჩნდა, რომ იქ მსგავსი არაფერი წერია. მეტიც, საბჭოს წევრები კატეგორიულად არ ეთანხმებიან ინსპექტირების ჯგუფის მიგნებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნები ან ტყუილს ავრცელებენ ან რაღაც ფაქტების დამალვას ცდილობენ.

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებას სრულად ეწინააღმდეგება ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი, რომელსაც 5 წევრი ესწრებოდა. ოქმის მიხედვით სწორედ ისინი არ დაეთანხმნენ გამოვლენილ დარღვევებს, რასაც შესაძლოა, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლება გამოეწვია.

სამეურვეო საბჭოს ოქმში აღბეჭდილია ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ სკოლის ჰიგიენურ პირობებთან დაკავშირებით სკოლის ექიმთან ერთად მუდმივად ახორციელებდა მონიტორინგს და ინსპექციის მიერ აღწერილი ფაქტი არ დაუფიქსირებია.

„კერძოდ, საპირფარეშოში არსებული მდგომარეობა გამოწვეული იყო წყლის დეფიციტით, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი სკოლის, არამედ მთელი რეგიონის პრობლემაა,“ – აღნიშნულია ოქმში.

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.