ახალი 10 ლარიანი მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა (ვიდეო)

10 ლარინის ახალი ბანკნოტი

10 ლარინის ახალი ბანკნოტი

ფოტო: ნუცა შუბაშვილი

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება. განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები საზოგადოებას დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

„დღეს წარმოგიდგენთ განახლებული ლარის ოჯახის ბოლო წევრს – 10 ლარის ნომინალის ბანკნოტს, ამით ლარის განახლების პროცესი დასრულდა”, – განაცხადა პრეზენტაციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული” მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი” ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.

„მიმდინარე წელს დავით კაკაბაძეს დაბადებიდან 130 წლისთავი უსრულდება და ამდენად, გარკვეულწილად სიმბოლურია, რომ განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის გამოშვება სწორედ საიუბილეო წელს მოხდება. განახლებული ბანკნოტი დაცულია, როგორც მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებით“ – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში. 

განახლებული 10 ლარის პრეზენტაცია

⭕️ #პირდაპირიეთერი: ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საზოგადოებას განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტს წარუდგენს. #განახლებულილარი

Gepostet von საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia am Dienstag, 2. Juli 2019

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.