ახალქალაქში, ოპოზიციაზე თავდასხმაში ყველა ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა

ახალქალაქში, “გაერთიანებული ოპოზიციის” შტაბში მომხდარ თავდასხმაში ხუთივე ბრალდებული სასმართლომ 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლო სხდომა გვიან ღამით დასრულდა.

მომხდარი დაპირისპირების მიზეზად პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევას ასახელებდა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძის შტაბი მმართველი პარტიის 30-მდე აქტივისტმა დაარბია და მისი მხარდამჭერები უმოწყალოდ სცემა.

ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.

„3000 ლარიანი გირაო ადამიანებისთვის, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ, თან ძალიან სასტიკად , მათ შორის იარაღისა და ხელკეტების ტარებით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. უბრალოდ შეხედონ დაზარალებულებს შეხედონ რა მდგომარეობაში არია . მერე მიეღოთ გადაწყვეტილება. თუმცა არც გვქონდა სხვა მოლოდინი, როცა საქმე გვაქვს ივანიშვილის სასამართლოსთან“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

“pirveliradio.ge”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.