ახალ რუსულ იარაღებს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სახელებს არქმევენ – წინასაარჩევნო კუნთების თამაში და ბაქი-ბუქი?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხმის მიცემის ბოლო ეტაპის შესახებ განაცხადა, რომლის დროსაც ახალ რუსულ იარაღებს სახელებს შეურჩევენ. სამინისტროს განცხადებით, ამის უფლება მსოფლიოს საზოგადოებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისცა.

სახელებს არჩევენ საბრძოლო ლაზერისთვის, ბირთვული ძრავის მქონე ფრთიანი რაკეტისთვის და წყალქვეშა აპარატისათვის. პირველი ტურის შემდეგ ყველაზე მეტი ხმა ასეთმა სახელებმა მიიღეს.

საბრძოლო ლაზერი: “სხივი”, “ბაჭია”, “ოფთალმოლოგი”(Луч, Зайчик,Офтальмолог);

რაკეტა ბირთვული ძრავით: “ზევსი”, “მოულოდნელობა”, “ყარსაღი” (Зевс, Нежданчик, Песец);

წყალქვეშა აპარატი: “პოსეიდონი”, “იდი”, “კრაკენი” (Посейдон, Язь, Кракен);

ხმის მიცემა 16 მარტამდე გაგრძელდება.

1 მარტს, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთში ბირთვული ენერგეტიკული მოწყობილობის მქონე ახალი სარაკეტო რაკეტა შეიქმნა.

რუსეთის ლიდერმა ეკრანებზე რაკეტის გამოცდის ვიდეო აჩვენა. პუტინის თქმით, ახალ რაკეტას მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი ექნება და “არაპროგნოზირებადი ფრენის ტრაექტორია, რომელიც ჯერ არავის აქვს”.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.