ბათუმში წუხელ სამორინე პრინცესაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

ბათუმში წუხელ სამორინე პრინცესაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხება მეორე დაჭრილ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაჭრილი ქალები უზბეკეთის მოქალაქეები არიან.

მათივე ინფორმაციით, ქალებს მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს.

“რუსთვი2”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.