ბანკები 99%-იან სესხებს ისევ გასცემენ

ეროვნული ბანკის სტატისტიკით, სასესხო განაკვეთები ბაზარზე გაზრდილია. 1-წლამდე სამომხმარებლო სესხზე მე-4 კვარტალში (Q4/2017) 17.8%-დან, 18.5-მდეა მომატებული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (Q4/2017) 19.9%-დან, 17.8%-მდე კლება აღინიშნა.

საბაზრო განაკვეთები ყველა კატეგორიის სესხს მოიცას, მათ შორის უზრუნველყოფილს. არაუზრუნველყოფილის განაკვეთი საანგარიშო წლის ბოლო კვარტალში 20.07%-მდეა მომატებული, (01.01.2017 – 18.8%).

სტატისტიკაში სწრაფი, ე.წ Online სესხების ფასის დინამიკა არ არის ჩაშლილი. კრედიტის იმ კატეგორიის, რომელზეც სებ-ს მომხმარებლის დაცვისთვის 100% ზედა ზღვარი აქვს დაწესებული.

საბაზრო განაკვეთები ამ დროისთვის ზღვარს ოდნავ ჩამოცდება. წლიური სასესხო განაკვეთები (ეფექტური) 91%-99.7%ის ფარგლებშია.

ყველაზე დიდი არჩევანი ლიბერთის აქვს, 12 -თვიანის გარდა 6-თვიანიც, წლიურ 93.3%-ად, 1-წლიანი – 98%-ად (ეფექტური). ლიბერთი სესხს ₾2 500-მდე მოცულობით გასცემს. საქართველოს ბანკი და თიბისი მხოლოდ 1-წლიანს გასცემენ ₾1 500 -მდე. მსგავსი სესხი ვითიბისაც აქვს თუმცა 1-თვიანი (პროლონგაციის შესაძლებლობით) მხოლოდ 300 ლარამდე, წლიური განაკვეთით (ეფექტური) 99.03%.

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.