ბარსელონის ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

​ბარსელონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ესპანური მედიის ცნობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა 51 წლის ქალი, რომელიც ტერაქტის დროს დაშავდა.

ამ დროისთვის საავამდყოფოებში 25 ადამიანი რჩება, რომელთაგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, მიკროავტობუსი ხალხით გადატვირთულ რამბლეს ქუჩაზე შევარდა. იმავე დღეს, ქალაქ კამბრილსში, ბარსელონის სამხრეთით, კიდევ ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ რამდენიმე ადამიანს სატვირთო მანქანით გადაურა. აქამდე არსებული ინფორმაციით, ბარსელონის რამდენიმე ტერაქტის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.