ბატი გუგუ ჩინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში „ჩაირიცხა“

ბატი პრესტიჟულ ჩინურ უნივერსიტეტში მას შემდეგ „მიიღეს“, რაც მისი პატრონი შანხაის საზღვაო აკადემიაში ჩაირიცხა და Weibo-ზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ სახლიდან წასვლის შემდეგ ბატი გუგუს მოვლას ვერ შეძლებდა, – წერს BBC.

სტუდენტმა გოგომ დახმარება შანხაის საზღვაო აკადემიას სთხოვა. უნივერსიტეტმა მას მალევე უპასუხა და ბატი გუგუს უნივერსიტეტში „ჩარიცხვა“ Weibo-ს ოფიციალურ გვერდზე მიულოცა.

სასწავლო დაწესებულებამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი გუგუს „ბატების დიდ ოჯახში“ დიდი სიხარულით მიიღებდა.

სოცქსელში მომხმარებლების ნაწილმა გუგუს მეპატრონე გააკრიტიკა და მას უპასუხისმგებლო უწოდა.

ბატი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, ტბასთან ახლოს იცხოვრებს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.