“ბატონო ბიძინა, გაიგეთ რაა – ქვეყანა არის ჭაობში”

“უნებლიეთ ქვეყანა გადავიდა ფეოდალური წყობისკენ. ვართ კატასტროფაში. მადლობა ბატონ ბიძინმას იმისთვის, რომ წლების განმავლობაში გაჭირვებაში მყოფი კულტურის სფეროს წარმომადგენლები გადაარჩინა. მაგრამ, საქართველოში არ მინდა ისე წავიდეს ქვეყნის მოწყობა, რომ ვინმემ ჩათვალოს ამ გადახდილი თანხებით კულტურა გადარჩა. ეს სულ სხვადასხვა რამეა.

რაც შეეხება ბატონ ბიძინას, რომელმაც ასეთი დიდი საქმე გააკეთა, ამისთვის მხოლოდ მადლობას თუ ვეტყვით. გარკვეული ადამიანები 6 წელია ვყეფთ, რომ რაღაც ისე ვერ არის ქვეყანაში.

უკიდურეს გაჭირვებაში დადიან ადამიანები, რომლებიც ვერ იღებენ ამ დახმარებას. და სულ არის საუბარი-ეს ბატონმა ბიძინამ გაიგო??

ვაიმე, ბატონო ბიძინა გაიგეთ რაა, ქვეყანა არის ჭაობში და სჭირდება სერიოზული რეფორმები. ამხელა განათლების ქვეყანაში ხალხო ნუთუუ ნორმალურ კადრებს ვერ იპოვით? დაანებეთ ამ გადაძახილებს თავი, “ნაციონალია”, “ოცნებაა” ადამიანის გონიერება გაარჩიეთ ხალხო. არ დაუშავებია? არ აქვს ხელები გასვრილი სისხლში? მოიყვანე, დაიყენე გვერდით. ახლა, ეს მონაა და ამიტომ მჭირდება ასე არ შეიძლება. რა უბედურებაა ეს?” – აცხადებს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ტვ “კავკასიას” ეთერში.

guriismoambe.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.