ბახტაძე: 2008 წლის ომი იყო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალიან დიდი შეცდომა – ვის ადანაშაულებს პრემიერი?

11 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან – მუხათგვერდის სასაფლაოზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

“საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად იმისა რა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს თითოეულ ჩვენთაგანს. ეს არის საერთო ეროვნული ტკივილი, ეს არის საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას. დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. ამავე დროს დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ერის კონსოლიდაცია, მუხლჩაუხრელი შრომა, იმ მიზნების მიღწევა, რაც არის დაგეგმილი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომა იქნება გარანტია იმისა, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენ აუცილებლად დავძლევთ რუსულ ოკუპაციას და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული“, – განაცხადა საქართველოე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ რატომ მიდის ხელისუფლება სასაფლაოზე 8 აგვისტოს.

“საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც დაიწყო ჩვენი ისტორიული მიწა-წყლების ოკუპაცია. 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა, მათ შორის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე არ ხდებოდა შესაბამისი აქცენტის სწორი დასმა.

ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს იყო, სამწუხაროდ, ძალიან ხილული. რაც შეეხება თვითონ ამ თემის შესახებ სპეკულირებას, ვინც აკეთებს ამაზე სპეკულაციას, სწორედ ის აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს” – განაცხადა პრემიერმა.

presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.