ბელგიაში გია ყანჩელის ძეგლი დაიდგმება

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, მიდელჰეიმის პარკში, გია ყანჩელის ძეგლი დაიდგმება. აღნიშნულ ინფორმაციას ქართველი მუსიკოსის დაჩი ხასიას პირად Facebook გვერდზე ვკითხულობთ.

ძეგლის დადგმის იდეა თავად ანტვერპენში მცხოვრებ ხასაიას ეკუთვნის. კომპოზიტორის ხსოვნის უკვდავსაყოფად მან ოქტობრის თვეში ქალაქის მერს წერილობით მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო.

“საქართველო მინდა მაინც დავიხმარო. ისედაც გავაკეთებ ბელგიელების დახმარებით, რადგან გიამ მოიპოვა მათი ასეთი სიყვარული, მაგრამ ეს უფრო საქართველოს გასაკეთებელი საქმეა. თან ქართული უძლეველი კრეატივი მინდა საქმეში ჩაერთოს”, – ამბობს დაჩი ხასაია.

იხილეთ წერილი:

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.