ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ივანიშვილის გარეშე გამორიცხული იყო – ფოფხაძე

პარტია „სამართლიანობის“ ყოფილი წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, გამორიცხული იყო ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ბიძინა ივანიშვილის გარეშე.  

“ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ბიძინა ივანიშვილის გარეშე გამორიცხული იყო. მე ვერც მტკიცებულებას ვერ დავდებ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, არა მარტო ეკას, არამედ მაია ფანჯიკიძის მიმართ, არსებული პოლიტიკური რეჟიმიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია საქართველოში, ქვედა რგოლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება შეუძლებელია”, განაცხადა გედევან ფოფხაძემ გადაცემა „კვირის აქცენტებში“.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიას პარტიიდან წავიდა. დეპუტატი ფიქრობს კონსულტაციების დაწყებას პოლიტიკოსებთან და ამბობს, რომ ის ფორმალურად რჩება ეკა ბესელიას პარტიის წევრი, თუმცა სავარადოდ მალე ოფიციალურად დატოვებს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.